14:16 | 2020-08-20 ავტორი: Prime Time

2020 წელს გამოშვებული „ჰიუნდაის“ ეს ავტომობილები ყვითელ „მარშუტკებს“ ჩაანაცვლებს

2020 წელს გამოშვებული „ჰიუნდაის“ ეს ავტომობილები ყვითელ „მარშუტკებს“ ჩაანაცვლებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერი „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ მოიგო.

 

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანიის მიერ შეთავაზებული შესყიდვის თანხა 30 მლნ ლარია.

 

შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე 29-მილიონიანი პირველი ტენდერი 2020 წლის აპრილში გამოცხადდა. თუმცა მალევე შეწყდა. მაშინ მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ეს შესყიდვაც სატრანსპორტო კომპანიამ მალევე შეაჩერა. როგორც მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული, შეწყვეტის მიზეზი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა, რაც “კონკურენტული გარემოს შექმნას” ემსახურებოდა.

 

ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო მოედნები - როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი? (ფოტოები)
2020-08-20ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო მოედნები - როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი? (ფოტოები)

 

მესამე ტენდერი კი 15 ივლისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 17 აგვისტოს დასრულდა.

 

დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ტენდერში „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ გაიმარჯვა, რომლის მიერ შემოყვანილი ლურჯი ფერის მიკროავტობუსები დედაქალაქის სხვადასხვა მარშუტზე გადანაწილდება.

 

ეს ავტომობულები ყვითელ მირკოავტობუსებს ჩაანაცვლებს, რომლებიც დიდი ხანია სტანდარტს ვეღარ აკმაყოფილებენ.

 

რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ: მიკროავტობუსები უნდა იყოს 2020 წელს გამოშვებული, ფერი – ლურჯი “მეტალიკი”, გათვლილი უნდა იყოს 17 მგზავრზე;

 

ამასთან, მიკროავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა ჰქონდეს მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი, ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები კი უნდა იყოს თბო-იზოლირებული.

 

სამხრეთ-კორეული კომპანია ავტომობილებს რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს, მათ შორის ფილიპინებზე, ვიეტნამსა და თურქეთში.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები