fbpx
11:00 | 2020-10-28 ავტორი: Prime Time

2000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული, 1731 ინფიცირებული, 15 გარდაცვლილი – კორონავირუსის შედეგები საქართველოში 28 ოქტომბერს

2000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული, 1731 ინფიცირებული, 15 გარდაცვლილი – კორონავირუსის შედეგები საქართველოში 28 ოქტომბერს

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1731 ადამიანს დაუდასტურდა, 2197 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი.

 

კარანტინის რეჟიმში 3507 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4022, კოვიდ-სასტუმროში – 2344, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X