fbpx
22:03 | 2020-09-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

20 წუთი დაზიანების მიყენებიდან გარდაცვალებამდე – შაქარაშვილის საქმის ექსპერტებმა დრო დაადგინეს

20 წუთი დაზიანების მიყენებიდან გარდაცვალებამდე – შაქარაშვილის საქმის ექსპერტებმა დრო დაადგინეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თითქმის ექვსსაათიან სასამართლო პროცესზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხნენ.

 

როგორც საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, პროცესზე ექსპერტებმა დეტალურად განმარტეს, რა ვითარებაში შეიძლებოდა მიეღო გიორგი შაქარაშვილს სხეულზე არსებული კონკრეტული დაზიანებები.

 

„ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა დამარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დამერეკა“ - რას წერს ხატისკაცი ჩვენებაში და რას ამბობენ ადვოკატები
2020-09-10„ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა დამარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დამერეკა“ - რას წერს ხატისკაცი ჩვენებაში და რას ამბობენ ადვოკატები

 

„მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება. კერძოდ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტების დაკითხვით დადასტურებულია, რომ გამოკვლეული იქნა გიორგი შაქარაშვილის გვამზე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტებმა დაადგინეს დაზიანებების მიყენების მექანიზმი და ხანდაზმულობა.

 

რაც იმას ნიშნავს, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული იყო გარდაცვალებამდე წინა უახლოეს პერიოდში. შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით მეტად დაკონკრეტდა პერიოდი, შაქარაშვილს დაზიანებები 10-20 წუთით ადრე ჰქონდა მიყენებული.

 

კონკრეტული დაზიანებები ექსპერტებმა დეტალურად ახსნეს რა ვითარებაში შეიძლება მიეღო: ეს იყო მრავალჯერადი დარტყმების შედეგად განხორციელებული და მიყენებული დაზიანებები.

 

რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ როგორც ვსაუბრობთ თავდასხმაზე, განხორციელებული იქნა ამ ადამიანთან მიმართებაშიც, რომლის დედაც არის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი და სწორედ აღნიშნული თავდასხმით დაზარალებული იყო“, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X