23:51 | 2021-06-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

20 წლის გოგოს მკვლელობა, რომელსაც ქართველს აბრალებდნენ, მისმა ქმარმა ჩაიდინა – ბერძნული მედია

20 წლის გოგოს მკვლელობა, რომელსაც ქართველს აბრალებდნენ, მისმა ქმარმა ჩაიდინა – ბერძნული მედია

20 წლის კაროლაინის მკვლელობა, რომელსაც ჯერ ქართველს აბრალებდნენ, შემდეგ ალბანელს, მისივე ქმრის ჩადენილია. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

 

გამოცემა წერს, რომ 32 წლის პილოტის მიერ მიცემული ჩვენებები პოლიციის მიერ მოპოვებულ ფაქტებს არ ემთხვეოდა.

 

ირკვევა, რომ წყვილს ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. კაროლაინს სურდა, რომ დაშორებულიყვნენ და ახალშობილი თავისთან წაეყვანა.

 

მიმოწერით დგინდება ისიც, რომ მკვლელობის ღამესაც მოხდა მათ შორის სერიოზული კამათი მოხდა.

 

გარდა ამისა, მამაკაცის ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია აჩვენებს, რომ ის გადაადგილდებოდა იმ დროს, როცა თავად ამბობდა, რომ დაბმული იყო.

 

კამერებთან დაკავშირებით კი, როგორც კაროლაინის ქმარი ამბობდა, „მძარცველებმა“ ჩანაწერები წაიღეს, თუმცა, ირკვევა, რომ მეხსიერების ბარათები გაცილებით ადრეა ამოღებული, ვიდრე თავად აცხადებდა.

 

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქალი 11 თვის ჩვილის თანდასწრებით 17 მაისს მოკლეს.

 

დანაშავემ მოკლა ძაღლიც, რომელიც სავარაუდოდ მას წინააღმდეგობას უწევდა.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!