fbpx
11:20 | 2020-11-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

20 ნოემბერი: კორონავირუსით დაინფიცირდა 3768, გარდაიცვალა 41, გამოჯანმრთელდა 4055 პაციენტი 

20 ნოემბერი: კორონავირუსით დაინფიცირდა 3768, გარდაიცვალა 41, გამოჯანმრთელდა 4055 პაციენტი 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ამასთან, დღეს გამოჯანმრთელდა 4055 ადამიანი, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი.

 

ქვეყანაში ინფიცირების 96860 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 77932 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 894-ს მიაღწია.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2186 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5833.

 

ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

 

თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, ქვემო ქართლში – 183, შიდა ქართლში – 165, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 363, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 702, აჭარაში – 942, იმერეთში – 1 179.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X