fbpx
21:48 | 2020-06-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

20 ივნისს ხალხი გადაგვრიე და მიგვაქსიე შენს სამსახურს – მანჩო გიორგიბიანი თამარ ჩუგოშვილს უპირისპირდება

20 ივნისს ხალხი გადაგვრიე და მიგვაქსიე შენს სამსახურს – მანჩო გიორგიბიანი თამარ ჩუგოშვილს უპირისპირდება

თამარ ჩუგოშვილი, ეხლა (ვიცი, ახლა უნდა) კარგად მომოსმინე!

 

მხოლოდ კობახიძეს რომ აწმენდ შენ დასვრილ ხელებს. დაგავიწყდა, რომ შენც დიდი წვლილი მიგიძღვილს მაკო გომურის უბედურებაში და იმ ქაოსში, რაც 20 ივნისს მოხდა?, – ამ შინაარსის პოსტს სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი აქვეყნებს.

 

ქალი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გამოვარდი და ფეისბუქში დაწერე, ამას რას ხედავ ჩემი თვალებიო, გავრილოვი შეიცხადე?!

 

ირაკლი კობახიძე თუ ვერ მიხვდა, რომ აურზაური ატყდებოდა და ვთქვათ ვერ გათვალა, შენ ხომ ზუსტად მიხვდი, რაც გამოჩნდა კიდეც ფბ-პოსტში და რატომ არ იმოქმედე შესაბამისად ?!

 

ფბ-ში კაკუნისთვის გეცალა?.. თუ სასწრაფოდ ზომები უნდა მიგეღო და სანამ ხალხი გაგიჟდებოდა, მანამდე აგებრძანებინა გავრილოვი იმ სავარძლიდან!

 

ეკა ბესელია ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულთა ნაწილისთვის ამნისტიას ითხოვს - ნახეთ დეტალები 
2020-06-14ეკა ბესელია ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულთა ნაწილისთვის ამნისტიას ითხოვს - ნახეთ დეტალები 

 

მაგრამ შენ რა იკადრე? საჯარო სივრცეში გამოქანდი, ხალხი გადაგვრიე და მიგვაქსიე შენ სამსახურს, შენივე პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ სახელწიფო დაწესებულებას?!..

 

იმის მაგივრად, რომ მყისიერად გემოქმედა სიტუაციის გამოსასწორებლად?! ხელისგულზე გამოჩნდა, რომ აუცილებლად პროვოკაციას ექნებოდა ადგილი და ხალხიც აყოლილი იყო უკვე, ეს ნათლად ჩანდა სოც-ქსელშიც?!

 

და კიდევ ბედავ, რომ მხოლოდ ირაკლი კობახიძე დაადანაშაულო, იმის მაგივრად, პასუხისმგებლობა გადაინაწილო და ბოდიში მოიხადო იმისთვის, რომ ახალგაზრდებს “ФАСС” უთხარი და ცოდვის კალო დატრიალდა, მაშინ, როდესაც შეგეძლო უსწრაფესად გემოქმედა, ფეისბუქში ლაი-ლაის მაგივრად?!

 

ან დავიჯერო, წინა დღეებში არ იცოდი, ამ საერთაშორისო დელეგაციას რომ იგივე ევროპელების არჩეული რუსი თავმჯდომარეობდა იმ წელს და ჩვენი ვალდებულება იყო მაღალ დონეზე მიგვეღო მთელი დელეგაცია, თავმჯდომარიანად?!

 

სპეციალურად მიუშვით ბოლომდე ხომ? ხალხი რომ გადაგერიათ, თუ დარბაზები დაილია?! ოპოზიციასაც ალბათ დაესიზმრა გავრილოვის სტუმრობა, პირდაპირ ნაბეჭდი მაისურებით და გამზადებული ტრანსფარანტებით რომ დახვდნენ და შემოცვივდნენ?!

 

რა სამწუხაროა, ასეთი ჭკვიანი გოგო და უკადრებელი იკადრე… გულით მინდა დავიჯერო, რომ შეცდი! და ეს არ იყო ღალატი…“, – წერს გიორგობიანი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X