00:55 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

20 დღეზე ადრე გამოჯანმრთელებას არ უნდა ველოდოთ – თენგიზ ცერცვაძე ჯამნოს კვლევაზე

20 დღეზე ადრე გამოჯანმრთელებას არ უნდა ველოდოთ – თენგიზ ცერცვაძე ჯამნოს კვლევაზე

ჯანმომ ახალი გამოკვლევებით დაადგინა, რომ 20 დღეზე ადრე გამოჯანმრთელებას არ უნდა ველოდოთ. საშუალო ხანგრძლივობა კი შეიძლება იყოს 30-40 დღე, – ამის შესახებ ინფექციურის საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

ჯანმომ ახალი გამოკვლევებით დაადგინა, რომ 20 დღეზე ადრე გამოჯანმრთელებას არ უნდა ველოდოთ. საშუალო ხანგრძლივობა კი შეიძლება იყოს 30-40 დღე.

 

ჩვენთან ასეთი „სტაჟიანი“ პაციენტები ჯერ არ გვყავს. ეს 9 პაციენტიც რომ გამოჯანმრთელდა, არც მათ ჰქონდათ ასეთი ხანგრძლივობის ავადმყოფობა. ისინი გამოჯანმრთელდნენ მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 24-ე დღეს.

 

9 განკურნებული პაციენტი რომ გვყავს, ძალიან კარგია, იმის გათვალისწინებით, რომ 26 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა. ერთი თვეც არ გასულა ჯერ და უკვე 9 გამოჯანმრთელებული გვყავს. როდის იქნება შემდეგი გამოჯანმრთელებული, ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 70 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X