
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ამის შესახებ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს სახლში გამომიარა და განთავისუფლება მომილოცა. ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტი იშვიათია. მაქსიმუმ 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას“,- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.