fbpx
23:50 | 2021-01-07 ავტორი: Prime Time

1926 წელს კავკასიის მოსახლეობის 35,1% საქართველოში ცხოვრობდა – როგორია დემოგრაფიული მდგომარეობა დღეს

1926 წელს კავკასიის მოსახლეობის 35,1% საქართველოში ცხოვრობდა – როგორია დემოგრაფიული მდგომარეობა დღეს

ისტორიულად საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი XIII საუკუნეში იყო – 8 მლნ. დამპყობელთა გამუდმებული შემოსევების შედეგად XVIII საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა 761 ათასამდე შემცირდა.

 

უკანასკნელ წლებში, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი 1989-1992 წლებში იყო და 5 მლნ 400 ათასს შეადგენდა.

 

ისტორიულად კავკასიაში საქართველოს მოსახლეობა რაოდენობრივად ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო და ქართველები ყოველთვის სჭარბობდნენ სომხებსა და აზერბაიჯანელებს; 1926 წელს კავკასიის მთელი მოსახლეობის 35,1% საქართველოში ცხოვრობდა; 1970 წელს იგი 28,1%-მდე, ხოლო 2010 წელს 18,95%-მდე შემცირდა. ამასთან, აზერბაიჯანის მოსახლეობის რაოდენობა 30,4%-დან 38,0%-მდე გაიზარდა.

 

მომზადებულია მედიცინის დოქტორის, პროფესორის – თენგიზ ვერულავას 1tv.ge – ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.

 

იხილეთ ვიდეო primevideo.ge-ზე

ავტორი: Prime Time
X