fbpx
14:08 | 2020-06-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

19 წლის სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს

19 წლის სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 19 წლის სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორციელებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ორშაბათი, 22 ივნისი, 2020

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X