12:34 | 2020-05-16 ავტორი: Prime Time

19 წლის გოგოს გაუპატიურება და მკვლელობა – სკანდალური სასამართლო: რა განაჩენი გამოუტანა ბრალდებულებს ბერძენმა მოსამართლემ

19 წლის გოგოს გაუპატიურება და მკვლელობა – სკანდალური სასამართლო: რა განაჩენი გამოუტანა ბრალდებულებს ბერძენმა მოსამართლემ

სასამართლომ საბერძნეთისა და ალბანეთის მოქალაქეები 19 წლის ელენი ტოპალუდის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

 

სასამართლო უმძიმესი იყო, ვინაიდან იქ იმყოფებოდა შვილმკვდარი დედა, რომელმაც ვერ აიტანა 23 წლის ბერძენი ბრალდებულის ადვოკატის თხოვნა მოსამართლისადმი, რომ გაეთვალისწინებინათ შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სწორედ ამ მომენტში, როდესაც ადვოკატი გაუპატიურებასა და სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული კლიენტის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა, ელენის დედა კიდევ უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდა.

 

 

„ჩემი შვილი უკან არ დაბრუნდება… რა შემსუბუქება?! მათ გააუპატიურეს და მოკლეს ჩემი შვილი!” – ამბობდა ქალი, რომელსაც სასამართლოში უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა.

 

19 წლის გოგონას მკვლელობამ, რომელიც 2018 წელს კუნძულ როდოსზე მოხდა, მთელი საბერძნეთი შეძრა.

 

გავრცელებული ცნობით, ალბანეთისა და საბერძნეთის მოქალაქეებს, რომლებიც დამნაშავედ სცნეს ელენი ტოპალუდის გაუპატიურებასა და წამებით მკვლელობაში, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

 

მოსამართლემ უარყო ყველანაირი შემამსუბუქებელი გარემოებები და ემოციური სიტყვა წარმოთქვა საქმესთან დაკავშირებით:

 

 

„ორი ბრალდებული მთელი პროცესის მანძილზე სასამართლოს ეთამაშებოდა.

 

ისინი სინამდვილეში არაფერს ნანობენ და ელენის ხსოვნის მიმართ არ გააჩნიათ არანაირი პატივისცემა.

 

ასეთი ადამიანები არ იმსახურებენ არანაირი შვებას. აღიარება, რომელიც მოვისმინეთ, არ არის გულწრფელი, ისინი ერთმანეთს უყურებენ და იცინიან.

 

არანაირი სინანული, არანაირი გულწრფელობა. ალბანური წარმოშობის ბრალდებული ერთგვარი სატყუარა იყო და მან უბიძგა ელენის უკვე მისულიყო ბერძენ მდიდარ ბრალდებულთან.

 

ბერძენი კი არაფერს გრძნობს. არ ეტყობა სინანულის არანაირი ნიშანწყალი.

 

მხოლოდ იმას ცდილობს, რომ რაღაც დამალოს და აირიდოს პასუხისმგებლობა.

 

მისი მთელი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენა უნდა,” – განაცხადა მოსამართლემ.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X