20:14 | 2020-04-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

19-დღიანი კარანტინის პერიოდში მარნეულის სამშობიაროებში 71 ბავშვი დაიბადა

19-დღიანი კარანტინის პერიოდში მარნეულის სამშობიაროებში 71 ბავშვი დაიბადა

მას შემდეგ, რაც მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, მუნიციპალიტეტის „ავერსისა“ და „ჯეო ჰოსპიტალის“ სამშობიაროებში სულ 71 ბავშვი დაიბადა.

 

„ამ 19 დღის განმავლობაში „ავერსის“ კლინიკაში 49 ბავშვი დაიბადა, მშობიარე დღესაც გვყავს. ზოგადად, აპრილის თვე მშობიარეების ნაკლებობით გამოირჩევა. რამდენიმე მათგანმა კარანტინის პირობებში თბილისში წასვლა ვერ შეძლო და ჩვენს კლინიკაში იმშობიარა“, – განაცხადა „ავერსის“ კლინიკის მენეჯერმა, მანანა კაპანაძემ.

 

რაც შეეხება „ჯეო ჰოსპიტალის“ სამშობიარო სახლს, მთავარი ექიმის, პაატა ხოლოაშვილის თქმით, ამ დროის მონაცემებით, კლინიკაში სულ 22 ბავშვი დაიბადა.

 

„ამ წუთასაც 2 მშობიარე გვყავს“, – ამბობს ექიმი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X