21:36 | 2021-03-13 ავტორი: ზურა დვალაშვილი

(+18 ვიდეო) ყაზბეგში თავმოჭრილი ძაღლი იპოვეს – გამოძიება დაწყებულია

(+18 ვიდეო) ყაზბეგში თავმოჭრილი ძაღლი იპოვეს – გამოძიება დაწყებულია

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ყაზბეგში მომხდარი შემზარავი ფაქტის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას აქვეყნებს.

 

ვიდეოში ძაღლის მოჭრილი თავი ჩანს. როგორც FACEBOOK-ის მომხმარებელი ირწმუნება, ძაღლი ადგილობრივ მოსახლეობას იყო მიკედლებული და ჯერ კიდევ ორი საათის წინ ცოცხალი იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ მისი მოჭრილი თავი იპოვეს. ადგილობრები ძაღლის სიკვდილში ყაზბეგში მცხოვრებ ჩინელ მამაკაცს ადანაშაულებენ.

 

“მეგობრებო ბოდიშს ვიხდი ამ უმძიმესი კადრებისათვის!!! რაც ყაზბეგში ხდება არის სუფთა სისხლის სამართილის დანაშაული! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მოვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება კობიში არსებულ ამ საზარელ ფაქტზე!! ან წუთას მომაწოდეს ეს საზარელი მასალა!! ეს ძაღლი რომელიც მიკედლებული იყო ადგილობრივ მოსახლეობას, დაახლოვებით ორი საათის წინ ნახეს ცოცხალი, ახლახანს კი ძაღლებმა მისი თავი ჩინელების ობიექტიდან გამოიტანეს!!როგორც იძახიან ეს არ არის პირველი შემთხვევა,მაგრამ მოსახლეობა ვერ ახერხებს ტერიტორიაზე შესვლას რადგან დახურული სივრცეა და არ უშვებენ ჩინელები.როდემდე უნდა იყოს კანონი უმოქმედო და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი!”, – წერს ფეისბუკის მომხმარებელი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X