23:59 | 2021-10-22 ავტორი: Prime Time

(+18 ) როგორ იპოვეს მოკლული ანასტასია შატალოვა (პირველი ფოტომასალა)

(+18 ) როგორ იპოვეს მოკლული ანასტასია შატალოვა (პირველი ფოტომასალა)

ანასტასია შატალოვას მკვლელობის ადგილიდან ექსკლუზიური ფოტომასალა „ქრონიკამ“ გაავრცელა. როგორც საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა, შატალოვას საქმეში არაპროფესიონალი დაქირავებული მკვლელი ფიგურირებს.

 

ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიება დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი სიგარეტის ნამწვის ექსპერტიზის შედეგს ელოდება.

მკვლელობის დამკვეთო, აუცილებლად მოხვდები ციხეში! - შატალოვას მამა ალაპარაკდა
2021-10-22მკვლელობის დამკვეთო, აუცილებლად მოხვდები ციხეში! - შატალოვას მამა ალაპარაკდა

გამოძიება შატალოვას მკვლელობის დამკვეთსა და შემსრულებლებს შორის შუამავლად განიხილავს ე.წ. კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელს („ჭიას“), რომელიც მკვლელობასთან კავშირს გამორიცხავს.

 

ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს გვიან ღამით, საბურთალოზე, ნაქირავები სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. მას რამდენჯერმე ესროლეს. მეზობლები ამბობენ, რომ შენიშნეს ადამიანი, რომელიც მკვლელობის ადგილიდან გარბოდა. არსებული ინფორმაციით, შატალოვას და ბათუმის ყოფილ ვიცემერს, ზურაბ ბერიძეს საერთო შვილი ჰყავთ და მათ ბავშვზე მეურვეობასთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ.

 

შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში 1988 წელს დაბადებული ბაჩუკი ლატარია, 1983 წელს დაბადებული ბიძინა ხასია და 1977 წელს დაბადებული ლევან რაჯავი დააკავა. სასამართლომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამივე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X