fbpx
14:00 | 2020-11-18 ავტორი: Prime Time

17-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული „კანონიერი ქურდი“ საკუთარმა სიძემ სცემა – ის კომაშია

17-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული „კანონიერი ქურდი“ საკუთარმა სიძემ სცემა – ის კომაშია

ცნობილი ბელარუსი „კანონიერი ქურდი“ ვალენტინ გონჩარენკო, იგივე „ვალეტი“ კომაშია. კრიმინალური „ავტორიტეტი“ საკუთარმა სიძემ (დის ქმარმა) ისე სცემა, რომ მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

 

62 წლის „კანონიერი ქურდი“ სამედიცინო დაწესებულებაში სიკვდლს ებრძვის.

 

მედია წერს, რომ სიძე-ცოლისძმას შორის ფიზიკური ანგარიშსწორება საყოფაცხოვრებო მიზეზით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

 

ვალენტინ გონჩარენკოს პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალურ წრეებში კარგად იცნობენ. მან საერთო ჯამში გისოსებს მიღმა 40 წელი გაატარა. ბოლოს ის მიმდინარე წლის ივლისში გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც 17-წლიან პატიმრობას ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა.

 

მის სახელს უკავშირდება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ანჟერო-სუჟენსკის კოლონიაში მასობრივი ბუნტის ორგანიზება, რომელსაც მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X