10:50 | 2021-10-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„17 წელი გაატარა საპატიმროში და 9 თვეში გამოდიოდა“ – დეტალები პენიტენციურში ხანძრის შედეგად გარდაცვლილებზე

„17 წელი გაატარა საპატიმროში და 9 თვეში გამოდიოდა“ – დეტალები პენიტენციურში ხანძრის შედეგად გარდაცვლილებზე

N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.

 

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, გარდაცვლლები 39 და 48 წლისანი არიან. მათივე ცნობით, ერთ-ერთმა მათგანმა ციხეში 17 წელი გაატარა და საპატიმროს 9 თვეში ტოვებდა.

 

დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, 14 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 საათზე მოხდა.

 

ახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X