11:35 | 2020-02-25 ავტორი: Prime Time

17 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან მედიკამენტის მიღების გარეშე გამოჯანმრთელდა

17 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან მედიკამენტის მიღების გარეშე გამოჯანმრთელდა

უჰანში 17 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან მედიკამენტების მიღების გარეშე სრულიად გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

ბავშვი 5 თებერვალს დაიბადა და იგი მაშინვე ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოჯანმრთელების შემდეგ ბავშვმა საავადმყოფო  პარასკევს დატოვა.

 

 

გოგონას რესპირატორულ სისტემაში ინფექცია ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ კორონავირუსის სიმპტომები ბოლომდე დადასტურებული არ იყო, ექიმებმა მედიკამენტები არ მისცეს.

 

„მას არ ჰქონდა აშკარა სირთულეები სუნთქვის დროს, არც ხველა, ან სიცხე, ამიტომ ჩვენ მხოლოდ გულის მდგომარეობას ვაკონტროლებდით და ამისთვის ვაძლევდით წამლებს” – განაცხადა დოქტორმა ზენგმა.

 

ექიმის თქმით, ახლა ბავშვი როგორც ვირუსისგან, ისე გულის დაავადებისგან სრულიად გამოჯანმრთელებულია.

 

 

ჩინეთში ექიმები შიშობდნენ, რომ ინფექცია შესაძლოა დედებიდან ბავშვებში გადასულიყო. ამ თვის დასაწყისში კორონავირუსის მქონე პაციენტმა ბავშვი გააჩინა, რომელსაც 30 საათის შემდეგ ვირუსი დაუდგინდა.

 

„ეს ყოველთვის გვახსენებს, რომ ყურადღება მივაქციოთ კორონავირუსის გადაცემის პოტენციურ გზებს – ვერტიკალურად, დედიდან შვილზე“,- ამბობს ექიმი ზენგი.

 

ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო ოდენობა მსოფლიოში 81 147-ს შეადგენს. ვირუსისგან სულ  2 699 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X