11:10 | 2020-08-25 ავტორი: Prime Time

„17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა“ – Traveler GE -ის დამფუძნებელი 

„17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა“ – Traveler GE -ის დამფუძნებელი 

ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც, – ამის შესახებ კომპანია Traveler GE-ის დამფუძნებელი, შალვა ბოლოტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია. აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო. ვეღარასოდეს ვნახავ ჩემ უსაყვარლეს ნუცის და ხატიას.17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა. ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც,“ – შალვა ბოლოტაშვილი.

 

შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

 

მედეა ხომ წაიყვანე, ღმერთო, ხატია მაინც მაჩუქე - დაღუპული და დაშავებული გოგონების დედის თხოვნა ყველას
2020-08-24მედეა ხომ წაიყვანე, ღმერთო, ხატია მაინც მაჩუქე - დაღუპული და დაშავებული გოგონების დედის თხოვნა ყველას

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები