fbpx
21:24 | 2020-08-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„1500 ლარიანი „კვადრო“ უყიდა…არ მოკლავდა“ – გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

„1500 ლარიანი „კვადრო“ უყიდა…არ მოკლავდა“ – გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

11 წლის გარდაცვლილი მოზარდის დას არ სჯერა, რომ მამამ საკუთარი შვილი მოკლა. თინათინ აბჟანდაძე აცხადებს, რომ მამა ბავშვს ყველა სურვილს უსრულებდა.

 

რას ყვება მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს
2020-08-26რას ყვება მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს

 

„მგონია, რომ მამა არ ჩაიდენდა ამას და თავის შვილს არ მოკლავდა. მამაჩვენი არ ძალადობდა, ძალიან უყვარდა ჩვენს ბიჭს. კვადრო უყიდა, 1500 ლარი მისცა…“, – იხსენებს გარდაცვლილის და.

 

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მამამისი მხოლოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ყვიროდა და პატრულის ნომერიც მხოლოდ ამ შემთხვევისთვის სჭირდებოდა გარდაცვლილ მოზარდს.

 

„მამა რომ დალევდა, ყვირილი, ხმამაღალი საუბარი უყვარდა, ალბათ ფსიქიკაზე იმოქმედა და პატრული რომ აივლის, აღარ იყვირებსო, მაგიტომ ითხოვდა ჩემი ძმა პატრულის ნომერს“, – ამბობს აბჟანდაძე.

 

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.

 

გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X