17:59 | 2020-10-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

15 წლის კოვიდინფიცირებული გოგო ერთი კვირაა აპარატზეა, მდგომარეობა კრიტიკულია – ექიმი

15 წლის კოვიდინფიცირებული გოგო ერთი კვირაა აპარატზეა, მდგომარეობა კრიტიკულია – ექიმი

15 წლის კოვიდინფიცირებული გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, იგი უკვე ერთი კვირაა, რაც აპარატზეა შეერთებული. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

 

„მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია, ერთი კვირაა რაც აპარატზეა, ზუსტად როდის შემოიყვანეს არ ვიცი. სხვა მეტ დეტალს, რა დაავადებები აქვს ვერ გეტყვით, რადგან არასრულწლოვანია“, – ამბობს ლალი ტურძელაძე.

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 958 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი.

 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 16285

 

  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 7827

 

  • მათ შორის გარდაცვლილი – 128

 

  • კარანტინის რეჟიმში – 5900

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836

 

  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1388

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები