23:39 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

„15 წლის გოგონა იყო. ახლა უკვე 25-ის იქნება“ – ვინ გამოიყენა საქართველოში პირველად ლეღვის ნახარში გასარუჯად?

„15 წლის გოგონა იყო. ახლა უკვე 25-ის იქნება“ – ვინ გამოიყენა საქართველოში პირველად ლეღვის ნახარში გასარუჯად?

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ექიმები“ ლეღვის ნახარშითა და მზით დამწვრობის შემთხვევებზე ისაუბრა.

 


მან პირველი შემთხვევაც გაიხსენა, როცა გარუჯვის უცნაურ ხერხს მიმართეს.

 

„წელს 10 წელი ხდება. ფაქტობრივად, იუბილე აქვს. 15 წლის გოგონა იყო. ახლა უკვე 25-ის იქნება. სუფთა ქართული ტრადიცია. უცხოეთში არც იქნება და ვერც ვერავის ვეკითხები. რატომ უნდა მოგინდეს ლეღვის ფოთლების მოკრეფა, ემალის ქვაბში მოხარშვა და მერე იმის წასმა. მისგან გამოწვეული დამწვრობით კაცებიც მოსულან და ქალებიც,“ – ამბობს გუგა ქაშიბაძე.

 

 

ამ წუთს 2 ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში... - გუგა ქაშიბაძის გაფრთხილება
2021-06-02ამ წუთს 2 ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში... - გუგა ქაშიბაძის გაფრთხილება
ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!