fbpx
20:12 | 2020-10-05 ავტორი: Prime Time

15 წლის ბიჭს ბრალი ტერორისტული აქტის მომზადებაში ედება! – კარანტინის დროს ის სახლში ბომბებს ამზადებდა (დიდი ბრიტანეთი)

15 წლის ბიჭს ბრალი ტერორისტული აქტის მომზადებაში ედება! –  კარანტინის დროს ის სახლში ბომბებს ამზადებდა (დიდი ბრიტანეთი)

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ისტლში მცხოვრები 15 წლის ბიჭი კარანტინის დროს სახლში ბომბებს ამზადებდა. ბიჭმა მზადების პროცესი ვიდეოზე გადაიღო და ამბობდა, რომ ის „ჯიჰადს“ აღასრულებდა.

 

ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

როგორც ლესტერის უმაღლეს სასამართლოს განუცხადეს, ბიჭს ექტრემისტული და რადიკალური შეხედულებები მძიმე ცხოვრების შედეგად განუვითარდა.

 

დალხენილი ბავშვობა არ გვქონია... ჩემს ძმას „მარტოხელა მგელს“ ეძახდნენ -  ვინ არის გმირი პაატა კაჭარავა
2020-10-05დალხენილი ბავშვობა არ გვქონია... ჩემს ძმას „მარტოხელა მგელს“ ეძახდნენ - ვინ არის გმირი პაატა კაჭარავა

 

15 წლის ბიჭს ბრალი ტერორისტული აქტის მომზადებაში ედება.

 

გამომძიებლის თქმით, ბიჭი თავს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთან“ აიგივებს.

 

ის იკვლევდა როგორ დაემზადებინა მოწყობილობები, რომლებიც „სხვების საზიანოდ და მოსაკლავად“ არის შექმნილი. შემდეგ კი სახლში ექსპერიმენტებს ატარებდა.

 

ბიჭის მობილურში არსებულ ჩანაწერებში მთავარ თემად „დასავლური რასის გადაშენება“ ფიგურირებდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X