fbpx
21:09 | 2020-06-25 ავტორი: თამარ გონგაძე

“15 წელია მის ცხოვრებაში უწყვეტ ლაივში ვარ” – ნინო ლეჟავა ქორწინების დღეს ზეიმობს

“15 წელია მის ცხოვრებაში უწყვეტ ლაივში ვარ” – ნინო ლეჟავა ქორწინების დღეს ზეიმობს

მსახიობი ნინო ლეჟავა დღეს ქორწინების 15 წლისთავს ზეიმობს. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, აღნიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 

ნინომ და რეჟისორმა გოგა ქაჩიბაიამ ერთმანეთი თეატრალურ სარდაფში გაიცნეს. გოგამ ნინოს სადიპლომო ფილმში გადაღება გადაწყვიტა. “საბოლოოდ, არ დააფინანსა უნივერსიტეტმა. სამაგიეროდ, აგერ უკვე 15 წელია მის ცხოვრებაში უწყვეტ ლაივში ვარ (იცინის)” – “პრაიმტაიმთან” ამბობს მსახიობი.

 

Goga Kachibaia-ს ფოტო.

 

ქმართან ერთად ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში მუშაობს. რამ მოხიბლა მეუღლეში და რატომ ვერ რჩებიან სასაუბროდ მარტო, ნინო ლეჟავა ჩვენს მკითხველს უყვება.

 

ნინო ლეჟავა: – იუმორის გარეშე არ შემიძლია და მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს ვეუბნებით, აბა, გავუძლოთ ერთმანეთს კიდევ ერთი ათი ამდენი-მეთქი.

 

ჩვენი კინკლაობის მიზეზი ფინანსური პრობლემა არასდროს ყოფილა. ორივემ ვიცით, რა პროფესიის ადამიანები ვართ და ჩვენს ქვეყანაში პატიოსანი შრომით და ჩვენი პროფესიის ამარა, მილიონერები რომ ვერ გავხდებოდით. არც მჭირდება, ღამე მშვიდად მძინავს. ოთახებში მშვიდად დავივარ და ბომბი არსად ამიფეთქდება, ვიცი. ასე რომ, არასოდეს გვექნება სოციალური თემის გამო საჩხუბარი.

 

Goga Kachibaia-ს ფოტო.

 

გოგაში რამაც მომხიბლა, არის ის, რომ განათლებული ადამიანია. ამოუწურავია ჩვენი საუბრების თემები. ერთი ეგ არის, რომ რთულია ჩვენი ერთი-ერთზე დარჩენა, სახლში ბოშათა ბანაკი გვაქვს, ოთხი შვილი მყავს. თუ ბავშვები არ გვიშლიან, ძაღლები მოდიან მოსაფერებლად. ყოველ შემთხვევაში შუა ღამეა თუ ალიონი, ვახერხებთ საუბარს.

 

გოგას ტელე-კინო რეჟისურა აქვს დამთვრებული, ფანტასტიკურ სცენარებს წერს, მაგრამ ვერა და ვერ აიღო კამერა ხელში და ფილმი ვერ გადაირო. იცით, კინო რა ფინანსებთან არის დაკავშირებული. სპექტაკლები არ ჩავარდნია.

2020-06-24"კარანტინის დროს რომ გადავიპარსე თავი, მას შემდეგ თმა არ გამზრდია" - "კაკაჩია" ახალი იმიჯით

 

იმედია, ოდესმე რომელიმე მთავრობა მიხვდება, რომ კულტურა სულიერი საზრდოა და ის ადამიანებისთვის არის. რას ვასწავლით ბავშვებს – ეს მისია მე მაქვს მოზარდმაყურებელთა თეატრში.

 

ვცდილობ, ჩემი გმირით ისე მივაწოდო ამბავი, რაც შესაძლოა ცხოვრებაში გამოადგეს მომავალ თაობას. როცა შეძლებ მეხუთეკლასელი ბიჭი ატირო ან გააცინო, ესე იგი პროცესი შედგა, სპექტაკლმა სათქმელი თქვა და ამით მე ბედნიერი ვარ.

 

გოგას ჩემი ნაილა მოსწონს, კაი ტიპიაო. ადამიანურად ნაილა მართლა კარგი ადამიანია. მიყვარს. მაგრამ როგორც მსახიობს, მისი განვითარება მინდა, რომ ერთფეროვანი არ ვიყო.

 

ჯერჯერობით, ამ როლს ჩემთვის იმის საშუალება არ მოუცია, რომ ამოვწურო. მხოლოდ სიმღერის და ხინკალის და ლუდის თემაშია. ამ დროს შეიძლება სხვადასხვა სიღმეში მისი წარმოჩენა.

 

კაცმა არ იცის რამხელა ტრაგედიის მატარებელია ეს ანტიფრონცკი ქალი. ამდენი ქმრის ხელში შვილი რატომ არ გააჩინა? ხომ საინტერესოა?! 

 

ეს როლი საშიშროების ქვეშ მდგომი როლია, რომელმაც შეიძლება გადაჭარბებისკენ გიბიძოს. გროტესკში და კლოუნადაში არ უნდა გადავიდეს. არ უნდა დავცინო, პირიქით, მისი ავოკატი უნდა ვიყო.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X