21:38 | 2020-05-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

15 ივლისამდე ქორწილები და სხვა ღონისძიებები აკრძალულია

15 ივლისამდე ისეთი სოციალური თავშეყრის აკრძალვა იმოქმედებს, როგორიცაა ქორწილი და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

„დღეს, ღამის 12 საათზე კომენდანტის საათი სრულდება, თუმცა მნიშვნელოვანია მედიკოსების რეკომენდაციები მკაცრად იქნეს დაცული.

 

რაც შეეხება შეზღუდვებს, რომლებიც ხვალიდან კანონად იქცევა, შეეხება მიმოსვლის უფლებას, შესაძლოა შეეხოს საკუთრების უფლებასაც.

 

უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ მაგალითად: საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში განვათავსოთ, რათა საფრთხე არ შევუქმნათ სხვა ჩვენს თანამოქალაქეებს.

 

ასევე, 15 ივლისამდე ისეთი სოციალური თავშეყრის აკრძალვა იმოქმედებს, როგორიცაა ქორწილი და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები.

 

მნიშვნელოვანია კლინიკების მობილიზება, თუ ეს დაავადება გავრცელდება, რათა დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა.“ – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც 15 ივლისამდე იმოქმედებს.

 

გადაწყვეტილება მიღებულია! - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღება შესაძლებელი გახდა
2020-05-21გადაწყვეტილება მიღებულია! - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღება შესაძლებელი გახდა
გადაწყვეტილება მიღებულია! - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღება შესაძლებელი გახდა
2020-05-21გადაწყვეტილება მიღებულია! - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღება შესაძლებელი გახდა

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X