11:15 | 2020-08-15 ავტორი: ალექსი ქამადაძე

15 ახალი ინფიცირებულიდან ცხრას სვანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

15 ახალი ინფიცირებულიდან ცხრას სვანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განაცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან ცხრას სვანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

 

მისივე თქმით, 4 ინფიცირებული დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც უცხოეთიდან შემოვიდა, ხოლო ერთ ინფიცირებულზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

 

„9 დადასტურებული შემთხვევა არის მოგზაურობა ეპიდაფეთქების ზონაში. 4 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები. ერთი არის საზღვარგარეთიდან შემოტანილი, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი
2020-08-15საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი
ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +