10:17 | 2020-09-09 ავტორი: Prime Time

14 წლის რუსმა გოგომ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ბავშვს 10 წლის შეყვარებულისგან ელოდებოდა, იმშობიარა – ვინ აღმოჩნდა ბავშვის მამა

14 წლის რუსმა გოგომ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ბავშვს 10 წლის შეყვარებულისგან ელოდებოდა, იმშობიარა – ვინ აღმოჩნდა ბავშვის მამა

რუსეთში 14 წლის გოგომ, რომელიც თავიდან ირწმუნებოდა, რომ ბავშვს 10 წლის (ახლა უკვე 11) შეყვარებულისგან ელოდებოდა, იმშობიარა.

 

გამაუპატიურეს! - 14 წლის რუსი გოგონას სკანდალური აღიარება
2020-05-18გამაუპატიურეს! - 14 წლის რუსი გოგონას სკანდალური აღიარება

 

ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

ბოლო პერიოდია 14 წლის დარიასა და მისი 11 წლის შეყვარებულის, ივანის გარშემო დისკუსია არ წყდება.

 

14 წლის გოგონა ამბობდა, რომ ის ორსულად 10 წლის ბიჭისგან, ივანისგან იყო. შემდეგ კი აღიარა, რომ ბავშვის მამა ივანი არ იყო და მასზე 16 წლის ბიჭმა იძალადა.

 

მშობიარობის შემდეგ ბავშვს დნმ-ის ტესტი გაუკეთეს, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ  მამა სწორედ ის ადამიანი იყო, რომელსაც დარია სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X