20:22 | 2020-03-13 ავტორი: თამთა თორდია

14 მარტის ლოცვა გაუქმდა – ახალციხეში ეკლესიებს დეზინფექცია უტარდებათ

14 მარტის ლოცვა გაუქმდა – ახალციხეში ეკლესიებს დეზინფექცია უტარდებათ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ეკლესიას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩაუტარდა.

 

სპეციალური ხსნარით დამუშავდა ინტერიერი, სკამები, ქანდაკებები და ეზო.

 

ტაძრის წინამძღვრის თქმით, რეკომენდაციის მიხედვით 24 საათის განმავლობაში ეკლესიაში შესვლა არ შეიძლება, ამიტომ 14 მარტის ლოცვა გაუქმდა.

 

„გუშინ შემატყობინეს, რომ მოვა ჯგუფი და დეზინფექციას უსასყიდლოდ ჩაატარებსო. ვიცი, რომ ყველა ეკლესიაში ჩატარდება, სადაც ლოცვები ტარდება. პატარა სამლოცველოებში არა. გვითხრეს, რომ ხვალ საღამოს სველი ტილოთი დავასუფთაოთ სკამები და ქანდაკებები“, – გვითხრა მიხეილ სურმავამ.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები