14:34 | 2020-04-06 ავტორი: თათია ცუკოშვილი

14 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ისევ მარნეულში დადასტურდა

14 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ისევ მარნეულში დადასტურდა

მარნეულში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 55 წლის ქალია.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ წარმომადგენელმა, ტატა შენგელიამ განუცხადა, კლინიკას 4 და 5 აპრილს ექვსმა პაციენტმა, საეჭვო სიმპტომებით მიაკითხა.

 

„მათ შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ, პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი. ერთ-ერთს 55 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა . ინფიცირებული უკვე თბილისშია გადაყვანილი,“ – განაცხადა ტატა შენგელიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: მარიამ ქველაძე 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X