01:02 | 2020-03-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პოლონეთში ეპიდემიის რეჟიმი გამოაცხადეს

პოლონეთში ეპიდემიის რეჟიმი გამოაცხადეს

პოლონეთში ეპიდემიის რეჟიმი გამოაცხადეს. ინფორმაცია ამის შესახებ მოქალაქეებს საგანგებო პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააცნო.

 

მატეუშ მორავიეცკის თქმით, აღნიშნული რეჟიმის შემოღება ხელისუფლებას მოქმედების მეტ თავისუფლებას აძლევს, რაც „პოლონეთის მძიმე კვირების“ მომზადებისთვისა არის საჭირო.

 

ეპიდემიის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ ექიმები ქვეყნის იმ ნაწილში გაგზავნონ, სადაც ეპიდაფეთქება დაფიქსირდება.

 

პოლონეთში ახალი კორონავირუსის 411 შემთხვევაა დაფიქსირებული. ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის 898 პაციენტია, 62 ათასი ადამიანი კი კარანტინში იმყოფება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X