11:06 | 2020-04-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

13 წლის მოზარდი განიკურნა – ის კლინიკადან დღეს გაეწერება

13 წლის მოზარდი განიკურნა – ის კლინიკადან დღეს გაეწერება

ბოჭორიშვილის კლინიკაში 13 წლის ბავშვი გამოჯანრთელდა და მალე კლინიკიდან გაეწერება,- ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ამ რვიდან ერთს დღეს გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და 13 წლის მოზარდი გაეწერება. ასევე კველავში ჩაერთვება 10 პაციენტი. დადასტურებული პაციენტებიდან ხუთი საყურადღებოა, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევაა დადასტურებული. 

 

ქვეყანაში კორონავირუსისგან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

X