15:28 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

13 წლის ბიჭმა უკრაინაში 6 წლის გოგო მოკლა

13 წლის ბიჭმა უკრაინაში 6 წლის გოგო მოკლა

უკრაინის ხარკოვის ოლქში 6 წლის მიროსლავა ტრეტიაკი გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე ძალადობის მრავლობითი კვალი აღენიშნებოდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

 


მიროსლავა რამდენიმე დღის წინ სასეირნოდ წავიდა და აღარ დაბრუნებულა. გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი 13 წლის ბიჭი პოლიციამ უკვე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!