19:08 | 2020-05-20 ავტორი: თამარ გონგაძე

“120 ადამიანს მძღოლი ვერ მოემსახურება” – რა პრობლემის წინაშე დგას “ჩცდ”

“120 ადამიანს მძღოლი ვერ მოემსახურება” – რა პრობლემის წინაშე დგას “ჩცდ”

როგორც გავიგეთ, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღება თვის ბოლოსთვის უნდა აღდგეს. ინფორმაცია სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ დაგვიდასტურა, ასეთია ჩვენი ფროდაქშენის გეგმაო. როგორც საღინაძე ამბობს, ეს იმაზეა დამოკიდებული, 22 მაისიდან რა დოზით შემსუბუქდება კარანტინი.

 

ირაკლი საღინაძე: – შემსუბუქდება თუ არა კარანტინის პირობები, ჩვენ სერიალის გადაღებებისთვის მზად ვართ, სცენარითაც, ტექნიკურადაც. ამისთვის საჭიროა, რომ თანამშრომლებისთვის სამსახურში მოსვლა შესაძლებელი გახდეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგეს. 120 ადამიანს მძღოლი ვერ მოემსახურება.

 

სეზონი ჩვეულებრივ გაგრძელდება, მიმდინარე სოციალური მოვნელებით და გმირების ისტორიებით.

 

ჩცდ-ს
2020-05-08ჩცდ-ს "მაქსიმემ" რეალურ ცხოვრებაში მუშაობა "გლოვოს" კურიერად დაიწყო

 

რაც შეეხება, ახალ სერიალს, “თესეას”, მისი პირველი სეზონი დასრულებულია და პოსტ ფროდაქშენის ეტაპზეა, რამდენიმე სცენა ქალაქ გარეთ არის გადასაღები. ისიც ტექნიკურად კარანტინის პირობების შემსუბუქებაზეა მიბმული. თუ არ გაიწელა ეს პროცესი, წესით, ივნისში ეთერში უნდა იყოს. თუ ძალიან დაგვიანდა, აზრი არ აქვს სექტემბრამდე მის გაშვებას.

 

“თესეას” ფაბულა კი ასეთია – ახალგაზრდა ბიჭი დედაქალაქიდან ჩადის თავის მშობლიურ პატარა ქალაქში, სადაც სცენაზე “ვეფხისტყაოსნის” დადგმას გადაწყვეტს. მთავარ როლში ზურა ჯავახიას ვიხილავთ. ზურა “ჩცდ”-ს მუსიკალური თემების ავტორია.

 

2020-05-11"ძალიან ვნერვიულობდი... უთქმელი გროვდება, გროვდება და ..." - რას განიცდიდა ლევან ყოჩიაშვილი

 

როგორც მან ადრე “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის ამ როლის შეთავაზება მოულოდნელი არ იყო. მან გულახდილად ისიც თქვა, რომ მის როლზე სხვა არც არავინ მოიაზრებოდა…

 

შემოქმედებითი ჯგუფი თითქმის იგივეა – სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანია, რეჟისორი გიორგი ლიფონავა.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

X