15:18 | 2020-05-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

12 მოციქულიდან ერთი იყო იუდა, 350-ში არ იქნება ერთი ასეთი? – მეუფე იობი

12 მოციქულიდან ერთი იყო იუდა, 350-ში არ იქნება ერთი ასეთი? – მეუფე იობი

„ჩვენ გვყავს 350 სასულიერო პირი, 12-დან ერთი იყო იუდა, გამცემელი. 350-ში არ იქნება ერთი ორი ასეთი ადამიანი?“, – ასე უპასუხა რუის-ურბნისის მეუფე იობმა, გავრცელებულ ბრალდებას, რომ მის ეპარქიაში არიან სასულიერო პირები, რომლებიც გარყვნილი ცხოვრების წესით ცხოვრობენ.

 

„ჩვენ გვყავს 350 სასულიერო პირი. ხომ იცით, 12 მოწაფიდან ერთი იყო იუდა, გამცემელი. 350-ში არ იქნება ერთი ორი ასეთი ადამიანი?.. სად ნახეს, რომ ვმფარველობ?- ჩვენს ეკლესიაში პირველმა მე შემოვიტანე დასჯა, მღვდელმოქმედების აკრძალვით.

 

გაიკითხეთ, სხვა მღვდელმთავრებს შეეკითხეთ, როცა არასწორად იქცევა, აუცილებლად მიიღებს საეკლესიო სასჯელს – მღვდელმოქმედების აკრძალვას.

 

ათონის მთაზე, ტრადიცია არ გაწყვეტილა და ძაან სერიოზული შეცდომებია დაშვებული. ეს ერთი ორგანიზმია, რაც ერშია, ის ხდება ბერშიც.

 

ხომ გაგიგიათ, რაც ბერიო ის ერიო. ძალიან ბგვერი კარგი გვყავს, კარგებს რატომ ვერ ხედავთ“, – ამბობს მეუფე იობი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები