23:53 | 2021-10-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„12 განრისხებული მამაკაცი“ – 6-თვიანი პაუზის შემდეგ ბესო ზანგური რუსთაველის თეატრს უბრუნდება

„12 განრისხებული მამაკაცი“ – 6-თვიანი პაუზის შემდეგ ბესო ზანგური რუსთაველის თეატრს უბრუნდება

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრში დაბრუნდა. ამის შესახებ 16 ოქტომბერს დაანონსებული სპექტაკლიდან ირკვევა.

 

სპექტაკლში „12 განრისხებული მამაკაცი“ ზანგური ერთ-ერთ მთავარ როლშია.

დეტალების გასარკვევად „პრაიმტაიმი“ თეატრის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

 

„მსახიობს თეატრში ცნობა აქვს მოტანილი, რომ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის და ძებნილი არ არის. მას ასევე ჰყავს დუბლი, სპექტაკლში რომელი ითამაშებს, ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცი“, – ამბობენ თეატრში.

 

16 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის გადაწყვეტილებით, მსახიობი ბესო ზანგური დროებით, გამოძიების დასრულებამდე რეპერტუარის ყველა როლიდან მოიხსნა. მანამდე, 12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინ მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. როგორც მსახიობი თქვა, ის ბესო ზანგურისგან სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X