14:01 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

119 ქვეყანა, 120 000-მდე ინფიცირებული და 4 300 გარდაცვლილი – კორონავირუსის გავრცელების არეალი

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების არეალი იზრდება. თურქეთში, სადაც აქამდე კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, ცოტა ხნის წინ 1 ადამიანი დაინფიცირდა. საერთო ჯამში კი, ვირუსმა 119 ქვეყანა მოიცვა.

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 119 ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 119 245 ადამიანი, გარდაცვლილია 4 300 და გამოჯანმრთელდა 66 578.

 

11 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 23 შემთხვევაა დაფიქსირებული. პაციენტებს შორის ერთ-ერთი 12 წლის ბავშვია.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარის მეთვალყურეობის ქვეშ – 46.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X