fbpx
15:04 | 2020-04-03 ავტორი: თეონა ყაჭიური

112-ის ხაზი, რომელიც პირველად ჯანდაცვასთან არის დაკავშირებული, ორ დღეში ამოქმედდება – ტიკარაძე

112-ის ხაზი, რომელიც პირველად ჯანდაცვასთან არის დაკავშირებული, ორ დღეში ამოქმედდება – ტიკარაძე

„პირველადი ჯადნაცვის სისტემა დღეს მზად არის ვირუსთან საბრძოლველად“,- ამის შესხებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, 112-ის ხაზი, რომელიც პირველად ჯანდაცვასთან იქნება დაკავშირებული, მალე ამოქმედდება.

 

„პირველადი ჯადნაცვის სისტემა დღეს მზად არის ვირუსთან საბრძოლველად. 112-ის ხაზი, რომელიც იქნება დაკავშირებული პირველად ჯანდაცვასთან, უკვე ასრულებს სატესტო რეჟიმში მუშაობას. 2 დღეში შესაძლებელი იქნება ზარების განხორციელება“,- განაცხადა ეკატარეინ ტიაკრაძემ.

 

მისივე თქმით, ამჟამად ქვეყანაში 20 კლინიკაა, რომელსაც შეუძლია კორონავირუსისა და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

 

„ორშაბათიდან ჩაერთვება კიდევ დამატებით 9 კლინიკა და პაციენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, შესაძლებლობა არის, რომ ჩაერთოს დამატებით კიდევ 6 კლინიკა, რომლებიც იქნება სრულად მობილიზებული კოვიდთან ბრძოლაში.

 

ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც მიიღებენ კოვიდისა და ცხელების პაციენტებს. მოხდება მათი ტრიაჟი ადგილზე და შესაბამისად, გადამისამართებულები იქნებიან თვითიზოლაციაში ან საკარანტინო ზონაში. რთული პაციენტები კი ჰოსპიტალში განთავსდებიან, სადაც მკურნალობა ჩაუტარდებათ“,- აღნიშნა ტიკარაძემ.

 

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს. 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X