fbpx
09:30 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

11 წლის ბიჭმა ავტობუსი გაიტაცა, ის პოლიციამ დააკავა (აშშ)

11 წლის ბიჭმა ავტობუსი გაიტაცა, ის პოლიციამ დააკავა (აშშ)

11 წლის ბიჭმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა. შემთხვევა აშშ-ში, ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ-რუჟში მოხდა. ინფორმაციას ტელეარხი WBRZ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, ბავშვი ავტობუსში შეიპარა და მისი დაქოქვა მოახერხა.

დედა ახალშობილ გოგონას თვეობით კარადაში მალავდა  და აშიმშილებდა - ნახეთ როგორ გადაურჩა ჩვილი სიკვდილს (რუსეთი)
2020-10-11დედა ახალშობილ გოგონას თვეობით კარადაში მალავდა და აშიმშილებდა - ნახეთ როგორ გადაურჩა ჩვილი სიკვდილს (რუსეთი)

 

 

პოლიცია ავტობუსს 30 წუთის განმავლობაში მისდევდა, რის შემდეგაც ის გაზის მილს და ხეს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა.

 

ბიჭს რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის ავტომობილის მოპარვა. პოლიციის განცხადებით, ბიჭი ავტობუსით გამიზნულად შეეჯახა გაზის მილს და ხეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X