fbpx
18:06 | 2020-05-03 ავტორი: Prime Time

11 მაისიდან საფრანგეთში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება

11 მაისიდან საფრანგეთში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება

საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 24 ივლისამდე გაახანგრძლივა.

 

როგორც France 24-ი წერს, 11 მაისიდან შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება დაიწყება.

 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

ავტორი: Prime Time
X