fbpx
18:04 | 2020-05-14 ავტორი: Prime Time

რა გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ

რა გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ

3-ზე მეტი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანისშეკრების შესახებ ძალაში რჩება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური აცხადებს.

 

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

 

აქვე განვმარტავთ, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

 

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ.

 

კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 14 მაისიდან, მოხსნილია შეზღუდვა რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე, 18 მაისიდან კი აღნიშნული შეზღუდვა მარნეულშიც მოიხსნება.

 

15 ივნისიდან გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.“ – ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X