fbpx
19:35 | 2020-06-08 ავტორი: თამარ გონგაძე

10 წლის ვუნდერკინდმა, ცოტნე ზედგინიძემ გარდაცვლილ დედას კიდევ ერთი ნაწარმოები მიუძღვნა

10 წლის ვუნდერკინდმა, ცოტნე ზედგინიძემ გარდაცვლილ დედას კიდევ ერთი ნაწარმოები მიუძღვნა

10 წლის მუსიკოსს, უნიჭიერეს ცოტნე ზედგინიძეს, პირველი კონცერტიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, 14 ივნისს ონლაინ კონცერტი აქვს. კონცერტი სტუდია “ლენო რეკორდსიდან” ამავე სტუდიის “ფეისბუქის” გვერდზე გადაიცემა.

 

2020-06-03"დადგა დრო, შოუბიზნესმაც ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პროფკავშირები... ამოვიდა ყელში!" - რას გეგმავს კახა მამულაშვილი

 

ვუნდერკინდმა ახალი ნაწარმოები გარდაცვლილი დედის ხსოვნას მიუძღვნა. ცოტნემ პირველი კონცერტიც, რომელიც შარშან 14 ივნისს ილიაუნის სააქტო დარბაზში მოაწყო, ასევე დედის, ირინა სულხანიშვილის ხსოვნას მიუძღვნა. როგორც ცოტნეს გამზრდელია ბებია, მუსიკოსი ნინო მამრაძე “პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნავს, “ზარები” ცოტნესთვის დამახასიათებელი დრამატიზმით არის სავსე.

 

ნინო მამრაძე: – 17 წუთიანი ნაწარმოებია. ცოტნეს დრამატული მუსიკისადმი აქვს მისწრაფება. ფსიქოლოგიური, მედიტაციური და დრამატული მუსიკა აქვს. როცა ბავშვებისთვის წერს, იქ ძალიან გამჭირვალეა მისი მუსიკა. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი მუსიკა დრამატულია.

 

ცხრა წლის პიანისტი და კომპოზიტორი ...

 

14 ივნისი დაემთხვა შარშანდელ თარიღს, როდესაც პირველი კონცერტი ჩაატარა. არც გვიფიქრია, რომ დაგვემთხვია, უბრალოდ გიორგი გვარჯალაძეს სტუდიაში ეს დღე ჰქონდა თავისუფალი. ცოტნემ დააფიქსირა, ეს ხომ იგივე დღეაო!

 

წელს ხუთი წელი გავიდა ჩემი ქალიშვილის გარდაცვალებიდან. ცოტნეც და ნინიკოც ძალიან ბუნებრივად ახსენებენ დედას… ჩემთან და დედასთან იზრდებოდნენ. ამიტომ, როცა დედა წავიდა, მათთვის ჩვეული ყოფა არ შემწყდარა. მე დასაწყისში მხოლოდ თეორიის დონეზე ვაცნობიერებდი მომხდარს.

 

ნინიკო, დედის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სამი წლის გახდა, ცოტნე ხუთი წლინახევრის იყო. ბავშვებისთვის გარემო არცერთი დღით არ შეცვლილა. ის რომ დედა აღარ არის, ცოტნემ ღრმად გაათვითცნობიერა. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც სხვანაირად ფიქრობს მასზე, როგორც ჩანს ამიტომ წერს ასეთ მუსიკას. მას აქვს ადამიანის წასვლის აუცილებლობის შეგრძნება. კარგა ხანია აცნობიერებს, რომ დაბადებაც არ იქნება, თუ არ იქნება წასვლა.

 

Lenø Records-ს ფოტო.

 

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ბიბლიაზე, მითოლოგიაზე. ამდენად ცოტნე ამ დაბადება-გარდაცვალების თემას  კარგად შეიგრძნობს. თუმცა, და-ძმის სილაღეს ეს არ ეტყობა. სულ ჟივილ-ხივილში არიან. ლაღები და უშუალოები არიან. ეს მათ ირინასგან ჰქონდათ ძალიან ძლიერად და ასევე გრძელდება.

 

მადლობა ღმერთს, ორივეს მაღალი ტემპერატმენტი და ტონუსი აქვს. ჩვენთან სახლში ისეთი ამბავია, როგორც წესი, მათ გადამკიდე, მე ვერ მირეკავენ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X