11:01 | 2020-02-10 ავტორი: Prime Time

10 წლის კორეელი დაელ ჰეოს შესრულებული „თოვლის ფანტელებო“

10 წლის კორეელი დაელ ჰეოს შესრულებული „თოვლის ფანტელებო“

10 წლის კორეელი დაელ ჰეო, რომელიც ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, უკვე 2 წელი და რამდენიმე თვეა რუსთავში ცხოვრობს და რუსთავის #13-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.

 

კითხვაზე, კორეა უფრო უყვარს თუ საქართველო, პასუხობს, რომ საქართველო, მისი სიყვარული კი ამ ქვეყნის მიმართ სწორედ რუსთავიდან იწყება.

ენის ბარიერი, რომელიც კორეის დედაქალაქ სეულიდან ჩამოსული პატარა გოგონასთვის თავდაპირველად დიდი პრობლემა იყო, როგორც დაელ ჰეო თავად იხსენებს, „რუსთაველი კეთილი ადამიანების“ დახმარებით გადალახა, რისთვისაც გოგონა მათ დიდ მადლობას უხდის.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები