01:00 | 2021-02-26 ავტორი: Prime Time

10 წლის ბავშვს კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ხელებისა და ფეხების ამპუტაცია დასჭირდა (აშშ)

10 წლის ბავშვს კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ხელებისა და ფეხების ამპუტაცია დასჭირდა (აშშ)

10 წლის დაშუნ ჯემისონს კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ხელებისა და ფეხების ამპუტაცია დასჭირდა. შემთხვევა აშშ-ში მოხდა.

 

გამოცემის ცნობით, ჯემისონს ვირუსით ინფიცირების შემდეგ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განუვითარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

 

 

ნახეთ ვიდეო: 10 წლის დაშუნ ჯემისონს კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ხელებისა და ფეხების ამპუტაცია დასჭირდა

 

აღნიშნული სინდრომი ტვინს, გულსა და ფილტვებს აზიანებს. მისი სიმპტომებია: სიცხე, გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი, დაღლილობა და კისრის ტკივილი.

 

ექიმებმა ჯემისონი ჟანგბადის აპარატზე შეაერთეს, რათა ჰაერი გულსა და ფილტვებს მისწვდენოდა. თუმცა, მულტისისტემურმა ანთებითმა სინდრომმა სისხლის შედედება გამოიწვია და ექიმები იძულებულები გახდნენ რომ მისთვის ხელებისა და ფეხების ამპუტაცია გაეკეთებინათ.

 

„გული მტკივა, როდესაც ჩემს შვილს ასეთ მდგომარეობაში ვუყურებ“,- ამბობს ჯემისონის დედა.

ავტორი: Prime Time


X