14:40 | 2020-04-24 ავტორი: თამთა თორდია

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

ვინ და რა სოციალური მიზნობრიობის დახმარებას მიიღებს ხელისუფლებისგან – პრემიერი გახარია ამ წუთებშიც მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.

 

გთავაზობთ ჩამონათვალს:

 

1. უმუშევრად დარჩენილი ან უხელფასო შვებულებაში მყოფ თითოეულ მოქალაქეს: თვეში 200 ლარი.

 

2. ყველა ის მოქალაქე, რომელიც შეინარჩუნებს სამსახურს 750 ლარამდე ხელფასით, ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის. 1500 ლარამდე ხელფასის მქონე მოქალაქის საშემოსავლო გადასახადს კი მთავრობა ნაწილობრივ დაასუბსიდირებს – 750 ლარზე.

 

3. მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად.

 

4. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა ექვსი თვეში დამატებით მიიღებს 600-ლარიან დახმარებას.

 

5. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ სამი, ან მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი დამატებით ასევე მიიღებენ 600 ლარს.

 

6. ასევე 600 ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და შშმ ბავშვებზე

 

7. ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად წარმოადგინდა მთავრობამ 2021 წლის იანვვრიდან პენსიების ზრდის კომპონენტიც, კერძოდ:

 

8. ყველა პესნიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა ვერ მოახდენს გავლენას პენსიის მოცულობაზე.

 

9. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი.

 

10. მიუხედავად ინფალციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიების ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლებით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთის კი 25 ლარზე ნაკლები.

 

ცნობისთვის, ძალაში რჩება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 10 ივლისიდან პენსიის 30 ლარით მომატება.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X