19:57 | 2020-05-12 ავტორი: მარი ჯაფარიძე

10 ქალი, რომელიც წარმატების მისაღწევად საზოგადოებას მამაკაცად წარუდგა

10 ქალი, რომელიც წარმატების მისაღწევად საზოგადოებას მამაკაცად წარუდგა

ქალთა ისტორიები

 

ისტორიამ შემოინახა შემთხვევები, როდესაც, რაღაც მიზეზით, ადამიანებს უწევდათ სქესის დამალვა. ქალები ცდილობდნენ, მამაკაცებად წარმოჩენილიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ სხვა შესაძლებლობა, მიზნების მისაღწევად.

 

რენა კანაკოგი

 

 

გასული საუკუნის შუა ხანებში ქალი ძიუდოისტები არ არსებობდნენ. პერსპექტიული სპორტსმენი, რენა კანაკოგი 1959 წელს, ნიუ იორკის ძიუდოს ჩემპიონატში მონაწილეობდა როგორც მამაკაცი.

 

მან მოკლედ შეიჭრა თმა, შეიკრა მკერდი და შეებრძოლა თავისი წონის კატეგორიის სპორტსმენს. რენამ მოიგო, მაგრამ მისი ტრიუმფი დიდხანს არ გაგრძელებულა.

 

როდესაც იგი ოქროს მედლის გადასაცემად სპორტული შეჯიბრის ორგანიზატორებს მიუახლოვდა, ერთ-ერთმა მათგანმა, რაღაც იეჭვა და ჰკითხა, ქალი ხარო? ყველაფერი აქ დასრულდა: ქალის ტყუილით აღშფოთებულმა კომიტეტის წევრებმა გამარჯვებულს ჯილდო ჩამოართვეს.

 

ღონისძიებამ ფართო რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. რენამ მიაღწია მიზანს – ქალთა ძიუდო ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შევიდა, თუმცა მხოლოდ 1984 წელს.

 

„ძიუდოს დედა“, როგორც მოგვიანებით რენას ეძახდნენ, 2009 წელს, კიბოთი გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, იაპონიის მთავრობამ ის „ამომავალი მზის ორდენიზე“ წარადგინა. ეს ყველაზე გამორჩეული ჯილდოა, რომელიც უცხოელ მოქალაქეებს გადაეცემათ.

 

დები ბრონტეები

 

 

1846 წელს, დებმა შარლოტამ, ემილი და ენ ბრონტეებმა გამოუშვეს ლექსების კრებული, მამაკაცური ფსევდონიმებით. „კარერა, ელის და აქტონ ბელების ლექსები“ გახლდათ გამოცემის სათაური.

 

მომდევნო წელს გამოვიდა რომანი Wuthering Heights, რომელიც გამოქვეყნდა ელის ბელის მიერ. 1847 წელს შარლოტამ გამოაქვეყნა „ჯეინ ეარი“ კარერ ბელის სახელით.

 

მოგვიანებით გამოვიდა ენნ ბრონტეს პირველი რომანი, „აგნეს გრეი“, რომლის ავტორადაც აქტონ ბელი იყო მითითებული.

 

1910 წელს „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ხელახლა გამოცემისას ნაწარმოების ავტორად ამილი ბრონტე იყო მითითებული.

 

მისმა დამ, შარლოტამ განმარტა, თუ რატომ იყენებდნენ ისინი მრავალი წლის განმავლობაში ფსევდონიმებს: „მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს არავინ უწოდებდა ჩვენს აზროვნებას „ქალურ სტილს“, ჩვენ მაინც გვქონდა განცდა, რომ ქალ ავტორებს ცრურწმენებით ეპყრობოდნენ“.

 

 

ჟანა დარკი

 

 

„ორლეანელმა ქალწულმა“ მხოლოდ 19 წელი იცოცხლა – 1412 წლიდან 1431 წლამდე. უბრალო გლეხის ქალიშვილს სჯეროდა, რომ ღმერთმა მას განსაკუთრებული მისია მიანდო, რათა საფრანგეთი მტრისგან გადაერჩინა. 16 წლისამ მამაკაცის ტანისამოსი ჩაიცვა  და შინონში გაემგზავრა  რამდენიმე მიმდევარის თანხლებით.

 

მან შეძლო, ჩარლ VII დაერწმუნებინა, რომ ის ზებუნებრივი ძალების მიერ იყო გაგზავნილი, რათა ტახტის მოპოვებაში დახმარებოდა.

 

მომავალმა მეფემ ჟანას ჯარი აანდო, ორლეანის დასაპყრობად. 1430 წელს, კომპიგენის გათავისუფლების მცდელობისას, ჟანა ტყვედ ჩავარდა ბურგუნდიელებთან.

 

მას ბრალად 70 დანაშაულის ჩადენა ედებოდა. მათ შორის – მამაკაცად წარმოჩენა და ჯადოქრობა. დანაშაულის წერილობითი აღიარების შემდეგ, ჟანა კოცონზე დაწვეს.

 

 

ანა მარია ლეინი

 

 

1776 წელს, ანა მარია ლეინი, კაცის სახელით შეუერთდა კონტინენტურ არმიას. იმ დროს ქალები ძირითადად, მზარეულები, მედდები ან მრეცხავები იყვნენ. თუმცა, ანა მარიას სულ სხვა მიზანი ჰქონდა – თავის ქმართან, ჯონთან მხარდამხარ ბრძოლა უნდოდა.

 

ქალს არ გასჭირვებია სქესის დამალვა – XVIII საუკუნეში ჯარისკაცები ძალიან იშვიათად იბანდნენ და ფორმით იძინებენენ.

 

ისტორიკოსი ჯოისი ჰენრი წერდა: „XVIII  საუკუნეში ჯარისკაცებს განსაკუთრებულად არ იკვლევდნენ. მათგან მხოლოდ წინა კბილების არსებობასა და საჩვენებელი და ცერა თითებს მოითხოვდნენ იმისათვის, რომ იარაღიდან გასროლა, ქაღალდის დახევა და მუშკეტის შეკეთება შესძლებოდათ“.

 

 

ჯერმანთაუნთან ბრძოლაში დაიჭრა ანა მარია. სწორედ მაშინ გაირკვა მისი თაღლითობა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ქალისთვის, გამოჯანმრთელების შემდეგ ფრონტზე დაბრუნებულიყო და ომის დასრულებამდე ქმარის გვერდთ ებრძოლა.

 

დებორა სემპსონი

 

 

დებორა სემპსონი ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც მიიღო სამხედრო პენსია აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის ომში მონაწილეობისთვის.

 

ყოფილი პედაგოგი, ვინმე რობერტ შარტლეფის სახელით, 1782 წელს შეუერთდა რევოლუციონერებს. ის ხელმძღვანელობდა რაზმის 30 ქვეითი ჯარისკაცის შემადგენლობით, მამაკაცების მხარდამხარ თხრიდა სანგრებს და არ უშინდებოდა საარტილერიო ცეცხლს.

 

მან მოახერხა საიდუმლოს შენახვა ორი წლის განმავლობაში, სანამ ცუდად გახდებოდა და საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანდნენ.

 

1783 წელს დებორაღირსეულად დაითხოვეს არმიიდან. ქალი ბევრს მოგზაურობდა ლექციების კურსით. ზოგჯერ ატარებდა სამხედრო ფორმას და ლაპარაკობდა თავის სამხედრო წარსულზე.

 

1827 წელს, დებორას გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ კონგრესს მიმართა, რომ მეუღლის განსაკუთრებული მიღწევების გამო, მისთის საპენსიო დანამატი დაენიშნათ.

 

მისი პეტიცია დააკმაყოფილეს, რადგან შეერთებულ შტატებში არ იცნობდნენ სხვა ქალს, გმირობის, ერთგულებისა და გამბედაობის კიდევ ერთ ასეთ მაგალითს.

 

საუბედუროდ, დებორას ქმარი ისე გარდაიცვალა, დაპირებული თანხა ვერ აიღო.

 

იოანა ჟუბრი

 

 

1808 წელს, იოანა ჟუბრი, მამაკაცად გადაცმული, ქმართან, მიქალთან ერთად შეუერთდა პოლონურ არმიას და მალე სერჟანტად დააწინაურეს.

 

ნაპოლეონის შემოსევის დროს, მათ სამხედრო ნაწილს დიდი პოლონეთის დივიზია დაარქვეს და საფრანგეთის ჯარების მხარდაჭერისთვის რუსეთის იმპერიაში გაგზავნეს.

 

უკან დახევის დროს, იოანა ჩამორჩა დაიძრა დივიზას, შეეძლო დამოუკიდებლად გამოსულიყო რუსეთიდან და სამშობლოში დაბრუნებულიყო.

 

ომის შემდეგ მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ იოანა დასახლდა ვილინში, სადაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობდა.

 

სერჟანტი ჟუბრი იყო ერთადერთი ქალი პოლონეთის ისტორიაში, რომელმაც მიიღო სამხედრო ორდენი Virturi Militari, რომლითაც გამორჩეული სამხედრო ღვაწლისთვის ანიჭებდნენ. 1852 წელს, 80 წლის ასაკში, ჯოანა გარდაიცვალა ქოლერისგან.

 

მარია კიტერია დი ჟეზუ

 

 

1822 წელს მარია კიტერია გაიქცა სახლიდან, ბრაზილიის ჯარში ჩასაწერად. მან თმა შეიჭრა, მამაკაცის სამოსი ჩაიცვა და სამედიცინო შემოწმების თავიდან აცილებაც კი მოახერხა.

 

მარია კიტერიას ტყუილი მისმა მამამ გაამჟღავნა, რომელიც მისი სამსახურის წინააღმდეგი იყო.

თუმცა, მან არ დატოვა ჯარი. მისი მიღწევებით აღფრთოვანებულმა მაიორმა სილვა და კასტრომ საშუალება მისცა, სამსახური გაეგრძელებინა. 1823 წლის აგვისტოში, იმპერატორ პედრო I-ის ბრძანებით, გოგონა ლეიტენანტად დააწინაურეს.

 

არც ერთ ბრაზილიელ ქალს არ მიუღია ეს წოდება.

 

 

ჯეიმს ბარი

 

 

სერჟანტი ჯეიმს ბარი გენერალური ინსპექტორის თანამდებობზე იყო ბრიტანული არმიის რიგებში. ის სამხედრო ჰოსპიტალებს პაციენტებისთვის პირობების გაუმჯობესებაში ეხმარებოდა.

 

ჯეიმსი ასევე ცნობილია, როგორც პირველი ქირურგი, რომელმაც საკეისრო კვეთა ჩაატარა სამხრეთ აფრიკაში და დედა და ბავშვი გადარჩნენ.

 

ის ფაქტი, რომ სერჟანტი ბარი იყო მარგარეტ ენ ბალკლი, ცნობილი გახდა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1865 წელს, როდესაც მსახური ამზადებდა ცხედარს დაკრძალვისთვის.

 

ამ ამბებმა შოკში ჩააგდო მისი ზემდგომები იმდენად, რომ ჯეიმს / მარგარეტის პირად დოკუმენტებზე ნებისმიერი წვდომა დაიხურა.

 

მათი შესწავლა შესაძლებელი გახდა მხოლოდ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, როდესაც ისტორიკოსი იზაბელ რეი დაინტერესდა ამ საკითხით.

 

კიდევ ერთმა ისტორიულმა ფიგურამ – მედდის საქმის ფუძემდებელმა, ფლორენს ნულინგალემ აღწერა მისი გაცნობა: „მე ვიდექი ჯარისკაცთა ბრბოში და თითოეული მათგანი იქცეოდა ჯენტლმენურად, მის გარდა. ის იქცეოდა, როგორც ცხოველი.

 

მას შემდეგ, რაც ბარი გარდაიცვალა, გავარკვიე, რომ ის ქალი იყო. უნდა ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე უგულო  ადამიანი, რომელსაც აქამდე ვიცნობდი“.

 

ჯ.კ როულინგი

 

 

მსოფლიოში ცნობილი „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიის ავტორმა ერთხელ აღიარა, რომ მან გადაწყვიტა, მისი სახელი – ჯოანა – ამოეღო წიგნის გარეკანიდან, რადგან წიგნი ჯადოქრობისა და მაგიის შესახებ იყო და სურდა ახალგაზრდა მკითხველის მიზიდვა.

 

2013 წელს როულინგმა გამოსცა სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი Cuckoo’s Call, რომლის ავტორიც არის რობერტ გალბრაიტი. მისი თქმით, ამ ნაშრომმა საშუალება მისცა, განთავისუფლებულიყო მისი ალტერ-ეგო.

 

ხელნაწერი წაიკითხა რედაქტორმა, დევიდ შელემ, რომელმაც არ იცოდა, რომ რომანი ჯოანა როულინგის დაწერილი იყო. მოგვიანებით მან აღიარა, რომ არასოდეს იფიქრებდა, რომ ქალს შეეძლო ამ ნაწარმოების გამოგონება.

 

ჯოანამ ვერ შეძლო სიმართლის დამალვა დიდი ხნის განმავლობაში – ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ერთ-ერთმა მედიას განუცხადა. ამას როულინგის რეპუტაციაზე არ უმოქმედია. წიგნი გახდა კიდევ ერთი ბესტსელერი.

 

კეტრინ შვიცერი

 

 

მორბენალი ქეთრინ შვიცერი პირველი ქალი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბოსტონის მარათონში.

 

იმ დროს (1967 წ.) ქალებისთვის არ იყო დაშვებული სირბილი, რის გამოც კეტრინს თაღლითობა მოუწია და მამაკაცის ტანისამოსში გამოწყობილმა იასპარეზა.

 

მისი ტყუილის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, როდესაც სპორტსმენს გარბენილი ჰქონდა 42 კილომეტრი. კონკურსის ორგანიზატორებმა შეიტყვეს მისი სიყალბის შესახებ.

 

ისინი ცდილობდნენ ქალის გაჩერებას, თანაც საკმაოდ უხეში გზით. აღშფოთებულმა მამაკაცმა მასთან მიირბინა, მხარზე ხელი მოჰკიდა და სცადა, მისგან რიგის ნომრის ჩამოეგლიჯა.

 

მაგრამ კატრინმა არ გადაუხვია. „ვიცოდი, რომ თუ წავიდოდი, არავინ დაჯერებდა, რომ ქალს შეეძლო მარათონში 40 კილომეტრზე მეტის გარბენა.

 

თუ დავთმობდი, მაშინ ხალხი იფიქრებდა, რომ მხოლოდ ყურადღების მიპყრობა მინდოდა. თუ დავთმობდი, ეს ქალთა სპორტს შორს ჩამოტოვებდა. ჩემი შიში და დამცირება სიბრაზეში გადაიზარდა“.  -წერდა ის მოგვიანებით.

 

კეტრინ შვიცერის მონაწილეობამ ბოსტონის მარათონში წარმოქმნა პრეცედენტი და 1972 წელს ქალებს ოფიციალურად მიეცათ რბოლებში მონაწილეობის უფლება.

 

ამავე რუბრიკიდან შეგიძლიათ წაიკითხოთ: 

 

დედებისგან მიტოვებული ბავშვების მკვლელი ქალის ბოლო სიტყვები: „ღმერთო, ნუ დამტანჯავ“

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X