18:43 | 2021-09-14 ავტორი: Prime Time

10-პუნქტიანი ინსტრუქცია კოვიდინფიცირებულებისთვის… შეასრულე და გადარჩი!

10-პუნქტიანი ინსტრუქცია კოვიდინფიცირებულებისთვის… შეასრულე და გადარჩი!

ექიმი სოფიო ბერიძე კოვიდინფიცირებულებისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს. „კოვიდის 10 მცნება“, ანუ რა უნდა იცოდეს და შეასრულოს პაციენტმა, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა.

 


„კოვიდის 10 მცნება:

 

დღე 1 – არ იცით, რომ გაქვთ კოვიდი (იშვიათი გამონაკლისის გარდა)

 

დღე 2 – გაიგეთ, რომ გაქვთ კოვიდი (ესეც იშვიათია). მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად. ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, ჯერ არ გჭირდებათ.

 

დღე 3 – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.

 

დღე 4 – დალიეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი მაღალ ტემპერატურაზე, მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად! ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, მოძებნეთ ნაცნობი ექიმი, სთხოვეთ დახმარება/დაკვალიანება, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.

 

დღე 5 – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია, გაუგზავნეთ ექიმს მონაცემები. დამატებითი მედიკამენტები შეუთანხმეთ ექიმს. (ნებისმიერს, ვინც მანამდე გიცნობდათ და ენდობით).

 

დღე 6 – იგივეა, რაც დღე 5

 

დღე 7 – თუ აქამდე უსიმპტომო ხართ, გილოცავთ! თქვენ შეგხვდათ კეთილი კოვიდი და სულ რაღაც სამ დღეში დასრულდება.

 

თუმცა: აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ სუსტად და ცუდად, გაქვთ გახშირებული სუნთქვა, მომატებული პულსი, დაბალი სატურაციის ციფრები, თუ ექიმი არ გიპასუხებთ – თუ სასწრაფო არ გიპასუხებთ – მიდით ან მიაყვანინეთ თავი კლინიკაში, ნებისმიერში.

 

ჰიპოქსიის (ჯანგბადის ნაკლებობის) დროს – ყოველი საათი მნიშვნელოვანია! ნუ დახარჯავთ მას სასწრაფოს ან ექიმის ლოდინში!!!

 

დღე 8 – თუ ყველა წინა პუნქტი შესრულებულია

 

ა) თქვენ პრაქტიკულად დაასრულეთ კოვიდი

 

ბ) გიგრძელდებათ სიმპტომები, მაგრამ ხართ ყოჩაღად და მარჯვედ.

 

გ) ხართ კლინიკაში – მოეშვით და მიენდეთ ექიმებს. დაუჯერეთ მათ და ისუნთქეთ როგორც გასწავლიან.

 

დაიმახსოვრეთ – შფოთვა ყველაზე დიდი მტერია.

 

დღე 9 – კოვიდი უკან იხევს! თქვენ ეს შეძელით.

 

თუ ისევ გიტევთ, ესეც დროებითია, თქვენ გაიმარჯვებთ.

 

დღე 10 – თუ თქვენ მიჰყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიიიიიდი ალბათობით (90 %!) თქვენ დაამარცხეთ კოვიდი. გილოცავთ!

 

p.s. ინფორმაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, არსებობს არასტანდარტული მიმდინარეობა და იშვიათი გამონაკლისები, იშვიათი გამონაკლისები იშვიათია. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – წერს ბერიძე.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!