
ზოგი ქორწილი ხშირად იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ერთი ქვეყნის მშპ შეიძლება იყოს. ამ სტატიაში სწორედ ყველაზე ძვირადღირებულ 10 ქორწილზე ვისაუბრებთ.
- ქრისტინა აგილერა და ჯორდან ბრეტმენი – მათი ქორწილი 2,2 მილიონი დოლარი დაჯდა

ქრისტინა აგილერამ და ჯორდან ბრეტმენმა 2005 წელს იქორწინეს. მათ ქორწილი ნაპას ხეობაში გადაიხადეს. ქორწილამდე ბრეტმენმა ხელი აგილერას საოცრდ რომანტიკულ გარემოში სთხოვა – მან ოთახი ვარდის ფურცლებით, ბუშტებითა და სასაჩუქრე ყუთებით აავსო. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ყუთში იდო ბეჭედიც.
9. ელიზაბეტ ჰარლი და არუნ ნაიერი – მათი ქორწილი 2,6 მილიონი დოლარი დაჯდა

მათ საქორწინო ცერემონია ორჯერ გადაიხადეს. პირველად 2007 წელს ინგლისში, სუდლის სასახლეში. მეორედ კი ქალაქ ჯოდპურში.
8. პოლ მაკარტნი და ჰიზერ მილსი – მათი ქორწილი 3,6 მილიონი დოლარი დაჯდა

მათ 2002 წელს ირლანდიის ციხესიმაგრეში იქორწინეს. ცერემონიას 300 სტუმარი ესწრებოდა.
7. ელიზაბეტ ტეილორი და ლარი ფორტენსკი – მათი ქორწილი 4 მილიონი დოლარი დაჯდა

ელიზაბეტი და ლარი ერთმანეთს სარეაბილიტაციო ცენტრში შეხვდნენ, სადაც ორივე ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. წყვილი 1991 წელს დაქორწინდა. ქორწილი მათ მაიკლ ჯექსონის ნევერლენდის რანჩოში გადაიხადეს. მათ ქორწილს ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის – ლაიზა მინელი, ედი მერფი.
6. ლაიზა მინელი და დევიდ გესტი – 4,2 მილიონი დოლარი დაჯდა

ისინი 2002 წელს დაქორწინდნენ. ქორწილს ესწრებოდა ჯექსონ 5-ი სრული შემადგენლობით. ელიზაბეტ ტეილორი საპატიო სტუმრებს შორის იყო.
5. ჩელსი კლინტონი და მარკ მეზვინსკი – 5 მილიონი დოლარი დაჯდა

წყვილი 2010 წელს დაქორინდა. მათ ქორწილი Astor Court-ში გადაიხადეს, საიდანაც მდინარე ჰუდსონზე არაჩვეულებრივი და რომანტიკული ხედი იშლებოდა.
4. უეინ რუნი და კოლინ მაკლოფლინი – 8 მილიონი დოლარი დაჯდა

მათ ქორწილი იტალიაში 2008 წელს გადაიხადეს. რუნიმ 5 პირადი თვითმფრინავი გამოიყენა იმისთვის, რომ 64 სტუმარი ქორწილში მიეყვანა.
3. პრინც უილიამი და ქეით მიდლტონი – 34 მილიონი დოლარი დაჯდა

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ქორწილი 2011 წელს გადაიხადეს. მათ ქორწილს „საუკუნის ქორწილიც“ კი უწოდეს.
2. ვანიშა მიტალი და ამიდ ბხატია – მათი ქორწილი 66 მილიონი დოლარი დაჯდა

მათ 2004 წელს იქორწინეს. მეტალურგიის მაგნატის ქალიშვილისა და ბანკირის ქორწილი პარიზში გაიმართა. ნიშნობის ცერემონია ვერსალის სასახლეში ჩატარდა.
1. პრინცი ჩარლზი და პრინცესა დიანა – 110 მილიონი დოლარი
მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწილი ათწლეულების წინ გაიმართა, არც ერთი სხვა საქორწინო ცერემონია ისეთი გრანდიოზული არ ყოფილა როგორიც მათი იყო. ქორწილს 3,500 სტუმარი ესწრებოდა.
ასევე, რამდენიმე ტელევიზიის მიერ საქორწინო ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათ ქორწილს 750 მილიონმა ადამიანმა უყურა. პრინცესა დიანას საქორწინო კაბა 10 000 მარგალიტით იყო შემკული.