17:13 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

10 გრადუსზე კორონავირუსის გავრცელება ფერხდება! – უახლესი კვლევა

10 გრადუსზე კორონავირუსის გავრცელება ფერხდება! – უახლესი კვლევა

სიცხესა და მომეტებული ულტრაიისფერი გამოსხივების პირობებში კორონავირუსის გავრცელება იკლებს.

 

ამის შესახებ ნათქვამია მაუნთ ობენის საავადმყოფოს სპეციალისტების კვლევაში, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემამ გამოაქვეყნა.

 

ამერიკელმა მეცნიერებმა COVID-19-ით ავადობის გაზაფხულის თვეების მაჩვენებლები გააანალიზეს. ვირუსის გავრცელების, ან შემაფერხებელ ფაქტორებად დასახელდა ჰაერის ტემპერატურა, ულტრაიისფერი გამოსხივება, ნესტი და სხვ.

 

გაირკვა, რომ 10 გრადუს ტემპერატურაზე ზევით ინფექციის გავრცელება იკლებს.

 

სპეციალისტებმა სხვადასხვა ტემპერატურული დიაპაზონების მოდელირება გადაწყვიტეს და კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობა თითოეულ მათგანში შეამოწმეს: მინუს ტემპერატურა, 1-დან 4-მდე, 4-დან 10-მდე, 10-დან 16-მდე და 16-ის ზემოთ.

 

ვირუსის გავრცელების ყველაზე დაბალი სიხშირე 10 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში შეიმჩნეოდა. ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი დადგინდა მინუს ტემპერატურის პირობებში.

 

მეცნიერებმა ისიც დააფიქსირეს, რომ 10 გრადუსზე მეტი ტემპერატურის პირობებში ვირუსი უფრო ნაკლებ დროს ცოცხლობს.

 

ამასთან SARS-CoV-2-ის ნაწილები ულტრაიისფერ გამოსხივებაზე მოქმედებას წყვეტს. სხვა დანარჩენი ფაქტორები, მაგალითად ჰაერის სინოტივე COVID-19-ის გავრცელებაზე გავლენას ვერ ახდენს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X