21:01 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

10 ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა: ყველა მათგანის დედა ჯანმრთელია (რუმინეთი)

10 ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა: ყველა მათგანის დედა ჯანმრთელია (რუმინეთი)

რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარას ერთ-ერთ სამშობიაროში 10 ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ბავშვების დედებს ტესტი ჩაუტარდათ და ყველა მათგანი ჯანმრთელია.

 

2-4 აპრილს ცხრა დაინფიცირებული ახალშობილი დედასთან ერთად საავადმყოფოდან გაწერეს. ერთი პაციენტი სამშობიაროში რჩება.

 

ბავშვები სავადაუდოდ კლინიკის სამედიცინო პერსონალისგან დაინფიცირდნენ.

 

რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრმა ნელუ ტატარუმ გასცა ბრძანება, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩაეტარებინათ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები