19:45 | 2020-05-24 ავტორი: ნინი ტაველიძე

1 წლის „შეფ-მზარეულ კობის“ Instagram-ზე 1,3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს

1 წლის „შეფ-მზარეულ კობის“  Instagram-ზე 1,3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს

1 წლის „შეფ-მზარეულ კობის“ სოციალურ ქსელ Instagram-ზე 1,3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

როგორც პატარა კობის Instagram-ზე ბიოგრაფიაში უწერია, მას საჭმლის მომზადება, ჭამა და სამზარეულოში ახალი რაღაცების აღმოჩენა უყვარს.

 

იტალიელი მზარეული, რომელიც შოკოლადის ხინკალს ამზადებს და თავს კახელად მიიჩნევს
2020-04-24იტალიელი მზარეული, რომელიც შოკოლადის ხინკალს ამზადებს და თავს კახელად მიიჩნევს

 

„საჭმლის მზადება ერთ-ერთია იმ ბევრ პრაქტიკულ საქმიანობას შორის, რასაც კობი სახლში აკეთებს. ის ამით ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს. თავიდან მისთვის ვიდეოს გადაღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდოდა მეგობრებისთვისა და ოჯახისთვის მენახებინა“, – ამბობს კობის დედა, ეშლი.

 

ეშლის თქმით, მათ ონლაინ საქმიანობა თებერვალში დაიწყეს და 15 აპრილამდე მხოლოდ 200 გამომწერი ჰყავდათ, ხოლო შემდეგ კი კოლოსალური ზრდა დაიწყო.

 

ერთ-ერთ ვიდეოში კობიმ „დადა“ პირველად თქვა.

 

„კობის ძალიან უყვარს კამერასთან ტრიალი და ახალი ინგრედიენტების დატესტვა. რისი გაკეთება უყვარს ყველაზე მეტად ?? ყველაფრის, რაც ყველს შეიცავს, იმიტომ რომ ძალიან უყვარს მისი ჭამა“,- ამბობს ეშლი.

 

მაშინაც კი, როდესაც სამზარეულოში სრული არეულობა სუფებს, მისი ძაღლები კევინი და კელი სიამოვნებით ეხმარებიან კობის დასუფთავებაში.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X