fbpx
17:23 | 2020-09-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

1-მეტრიანი დისტანცია, სავალდებულო პირბადე – როგორ დაიწყება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში 

1-მეტრიანი დისტანცია, სავალდებულო პირბადე – როგორ დაიწყება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში 

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით ჩატარდა უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა, რომელზეც ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ იმსჯელეს.

 

სასწავლო პროცესი აუდიტორიებში, ჩვეულ რეჟიმში დაიწყება, თუმცა ყველამ უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციები.

 

მინისტრის თქმით, უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა უნდა მოხდეს 1-მეტრიანი დისტანციის დაცვით, შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარებით და სხვა რეკომენდაციების დაცვით.

 

„მინისტრმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან“, – აცხადებს განათლების სამინისტრო.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X